პოლიტიკა
შენი სამშობლოს ნაწილების დასაბრუნებლად პუტინთან კი არა, სად არ უნდა წახვიდე ადამიანი - ადა მარშანია
საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დეპუტატები საგარეო პოლიტიკის რეზოლუციის პროექტზე მსჯელობენ.
საკითხის განხილვისას ტრიბუნაზე სიტყვით გამოვიდა ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების’’ წევრი ადა მარშანია და საკუთარ გამოსვლაში რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას შეეხო და რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
მან ნაციონალური მოძრაობის წევრ, რომან გოცირიძესაც მიმართა კითხვით, თუ რა არის საქართველოს მიზანი, ნატო-ში შესვლა თუ აფხაზეთის დაბრუნება.
,,მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, პირველ რიგში, უვარგისი მთავრობა რომ გვყავს ამას მივხედოთ. რატომ გვიზის აქ პარლამენტში მკვლელების და პროვოკატორების ძალა?!
რა არის ჩვენი მიზანი რომან, ნატოში შესვლა, თუ სოხუმში შესვლა, მიპასუხე? რად გვინდა ეს ნატო ჩვენ, ქვეყანა რომ გავამთლიანოთ, თუ როგორღაც შევიდეთ და მერე ჯანდაბას. გამთლიანდება ასე ქვეყანა?
წადით ხალხო, მოსკოვში, დაელაპარაკეთ ამ რუსეთს, ამ ოკუპანტ რუსეთს. რატომ არის ეს მიუღებელი, რატომ არის ეს შეუძლებელი? პუტინი პრეზიდენტია რუსეთის ფედერაციის, გველეშაპი კი არ არის, ადამიანია ჩვეულებრივი. შენი სამშობლოს ნაწილების დასაბრუნებლად პუტინთან კი არა, სად არ უნდა წახვიდე ადამიანი’’, - განაცხადა ადა მარშანიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


