პოლიტიკა
„შენების მოძრაობამ“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატად გოჩა ბურდიაშვილი წარადგინა
„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგენა. მოძრაობის სახელით, კრწანისში გოჩა ბურდიაშილი იბრძოლებს. ლიდერებმა მოსახლეობას მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნეს და ისაუბრეს ქალაქის მართვის სისტემის მოდერნიზაციის შესახებ. მათი თქმით, თბილისში თანამედროვე მმართველობითი სისტემა უნდა დაინერგოს, რაც გულისხმობს, ქალაქში 25 საუბნო ადმინისტრაციის შექმნას, რითაც ქალაქი გახდება მოქალაქეზე ორიენტირებული.
„დღეს, თბილისში, მმართველობითი სისტემა არის ქაოტური. ის უნდა გახდეს მობილური და მოსახერხებელი მაცხოვრებლებისთვის. მოქალაქეს არ უნდა სჭირდებოდეს უამრავი ინსტანციის გავლა, რათა პრობლემა მოაგვაროს. თვითმმართველობის სისტემის მოწესრიგება არის ჩვენი პროგრამის მთავარი პრიორიტეტი. საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი უნდა იყოს რეალურად დამოუკიდებელი ორგანო, რისთვისაც საჭიროა თვითმმართველობის რეფორმის, ბოლომდე მიყვანა“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა, თენგიზ შერგელაშვილმა.
მოსახლეობას მიმართა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გოჩა ბურდიაშვილმა.
„მე, ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას, თქვენს წინაშე. მეც, აქ ვცხოვრობ და ვიცი რას სჭირდება და რა უჭირს, ჩემს უბანს. რთულია, თუმცა შესაძლებელია ბევრი იმ პრობლემის მოგვარება, რაც კრწანისელებს აწუხებს. მჯერა რომ ერთმანეთის მხარში დგომით ყველაფრის მიღწევა და მოგვარება შესაძლებელია. მზად ვარ, ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ თქვენი ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს“, - განაცხადა გოცა ბურდიაშილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


