პოლიტიკა
„შენების მოძრაობამ“ ავჭალის მაჟორიტარობის კანდიდატი გურიამ გურჩიანი მოსახლეობას წარუდგინა
„შენების მოძრაობის“ ლიდერებმა გლდანის 22-ე ოლქის, ავჭალის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა. მოძრაობის სახელით, ავჭალაში გურამ გურჩიანი იბრძოლებს. ლიდერებმა მოსახლეობას მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნეს და ისაუბრეს ქალაქის მართვის სისტემის მოდერნიზაციის შესახებ. მათი განცხადებით ადგილობრივი არჩევნები ეროვნული მასშტაბის პოლიტიკური მოვლენაა, რომელიც ქვეყნის მოწესრიგების ფუნდამენტია.
მაჟორიტარობის კანდიდატმა, გურამ გურჩიანმა ყურადღება გაამახვილა რაიონში არსებულ ინფრასტრუქტურულ და სხვა სახის პრობლემებზე, რომელიც აწუხებს ადგილობრივ მცხოვრებლებს. მან ისაუბრა ავჭალაში, წყალსადენის ქუჩაზე და დევნილთა დასახლებაში არსებულ მძიმე ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე.
„წყალსადენის ქუჩაზე არსებობს დაუკანონებელი მიწები, რომელიც მოსახლეობას ძალიან აწუხებს და ეს პრობლემა მოსაგვარებელია. ასევე გაუსაძლისი მდგომარეობაა დევნილთა დასახლებაში, ბახტრიონში, სადაც ფეკალური მასები საცხოვრებელი კორპუსების პირველ სართულებზე შედის და საშინელი ანტისანიტარიაა.
გარდა ამისა, უწერის და ჭედიას ქუჩები, სადაც პრაქტიკულად გზა არ არსებობს. ეს და უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც ამ რაიონში არსებობს ჩემი მაჟორიტარობის შეთხვევაში მიტანილი იქნება ადგილობრივ ხელისუფლებამდე და უმოკლეს ვადებში, კერძოდ მომავალ წელს გადაიჭრება.
მე ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ავჭალა გახდეს თბილისის ხელისუფლებისთვის ცენტრალური საკითხი და ცენტრალური უბანი“ - განაცხადა „შენების მოძრაობის“ გლდანის #22 საარჩევნო ოლქის (ავჭალა) მაჟორიტარობის კანდიდატმა, გურამ გურჩიანმა.
შენების მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა, თენგიზ შერგელაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ქალაქის მოვლის სისტემურ მიდგომაზე ისაუბრა და იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ მოქალაქეს ონლაინ რეჟიმში გააკონტროლოს თუ სად და რისთვის იხარჯება თბილისის ბიუჯეტი.
„თითოეულ თბილისელს და არა მხოლოდ თბილისის ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა ონლაინ რეჟიმში, საკუთარ ტელეფონში ნახოს თუ როდის რა იხარჯება მის რაიონში. როდის გამოიცვლება დაზიანებული ნათურა, შეკეთდება გზა, დაიგვება ეზო, მოირწყვება სკვერები და მოირეცხება ქუჩები. თბილისში იქნება 25 საუბნო ადმინისტრაცია და მოქალაქეს აღარ მოუწევს გამგეობაში და მერიაში სიარული განცხადების ჩასაბარებლად. დაინერგება პირადი საჯარო მოხელის ინსტიტუტი და თითოეულ თქვენთაგანს ეცოდინება ვინ არის ვალდებული თქვენი მოთხოვნა მიიტანოს შესაბამის სამსახურამდე.
ჩვენ დავნერგავთ სისტემას, სადაც ყველა ჩინოვნიკი იქნება ანგარიშვალდებული მოქალაქესთან და არა ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ძალოვან სტრუქტურებთან, როგორ ეს დღეს ხდება“ - განაცხადა „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


