საზოგადოება
შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, „ბათუმელების“ ანგარიშებს ყადაღა მოუხსნას
შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, „ბათუმელების“ ანგარიშებს ყადაღა მოუხსნას და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, საშუალება მისცეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება დაფაროს, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 21 ივლისის მდგომარეობით, „ბათუმელებს“ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 282,191.97 ლარის ოდენობით.
„საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ 2025 წლის 21 ივლისის მდგომარეობით მედიაპლატფორმა - „ბათუმელებს“ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 282,191.97 ლარის ოდენობით.
ასევე განვმარტავთ, რომ საგადასახადო დავალიანების ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიება (ანგარიშებზე ყადაღის დადება) ხდება ავტომატურ რეჟიმში, ელექტრონულ სისტემაში ინტეგრირებული რისკების შეფასების ინდიკატორებზე დაყრდნობით.
შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, მოუხსნას ყადაღა „ბათუმელების“ ანგარიშებს და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, მისცეს საშუალება რომ დაფაროს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, „ბათუმელებმა“ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ შემოსავლების სამსახურმა გამოცემის ანგარიშებს ინკასო დაადო. „ბათუმელები“ განმარტავდა, რომ ოფიციალური მიზეზი ფინანსური დავალიანებაა, თუმცა მიიჩნევდა, რომ ეს არის ზეწოლა მზია ამაღლობელზე, რომ ის დანებდეს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


