პოლიტიკა
შემოდის საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც შედეგად მოგვიტანს მეტი ქალის ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში - თამარ ჩუგოშვილი
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა რეგიონული კონფერენცია – მეტი ქალის ხმა ადგილობრივ თვითმმართველობაში, რომელიც დღეს ქუთაისში გაიმართა.
პარლამენტის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი იყო, იმერეთის მხარის თორმეტივე მუნიციპალიტეტის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება ქალთა საჭიროებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული პოლიტიკის პრინციპების შესახებ.
თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, საზოგადოების ნახევარზე მეტს ქალები წარმოადგენენ და როგორც სხვადასხვა კვლევებიდან ჩანს, მათ აქვთ განსხვავებული საჭიროებები და პრიორიტეტები. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ძირითადად მამაკაცები მონაწილეობენ, ხოლო ქალები ნაკლები რაოდენობით არიან წარმოდგენილი.
მისივე განცხადებით, ეს ეხება როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეს.
„ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის ქალთა წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა იყოს თანაბარი თუ არა, თანაბართან მიახლოებული მაინც. ამ პროცესებში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დომინაცია, მამაკაცების 80-90%- და ქალების ძალიან დაბალი მაჩვენებელი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არიან ძალიან აქტიური, კომპეტენტური, განათლებული, კეთილსინდისიერი, საქმის მიმართ თავდადებული ქალები, მაგრამ რატომღაც, მათ მუდმივად ხვდებათ დაბრკოლებები. შესაბამისად, ის საკითხები, რომელიც საზოგადოების ამ ნახევრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ფაქტობრივად, იჩრდილება სხვა თემებით. გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება ადგილობრივ თუ ცენტრალურ დონეზე, ამ საჭიროებებს არ ასახავს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, პარლამენტი ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს.
„შემოდის საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც შედეგად მოგვიტანს მეტი ქალის ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამაში იგულისხმება სავალდებულო გენდერული კვოტები. საარჩევნო სიებში ქალები და მამაკაცები იქნებიან წარმოდგენილი გარკვეული პროპორციით, დაახლოებით, საუბარია ერთ მესამედზე“, -აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
მისი ინფორმაციით, ამ მოწვევის პარლამენტმა ერთხელ უკვე უარი თქვა ამ კანონის მიღებაზე. „მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დავასრულეთ ამ საკითხზე მუშაობა. მომზადებული გვაქვს კანონპროექტი, რომელიც მცირედით განსხვავდება წინა ვერსიისგან. ჩვენ აუცილებლად მივუბრუნდებით ამ თემას. პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ ძალიან მნიშვნელოვან კანონპროექტს“, – განაცხადა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ.
კონფერენციის ორგანიზატორი იყო ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოში (LDA), ხოლო მხარდამჭერები აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის(EUMI)სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი (ACCESS).
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


