პოლიტიკა
შემიძლია გითხრათ, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ სარჩელის ან წარდგინების საფუძველზე ვიღებთ - ზაზა თავაძე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, ზაზა თავაძის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებები ნარკოპოლიტიკის, მათ შორის მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ სარჩელს ან წარდგინებას ეფუძნება.
„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ ის, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სარჩელის ან წარდგინების საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. არაერთი გადაწყვეტილება არის მიღებული ბოლო წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოტიკების ნაწილში. ბოლო გადაწყვეტილება იყო, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარებისთვის, ანუ მოხდა ამის დეკრიმინალიზაცია.
დანარჩენი, თუ როგორ იქნება ამასთან მიმართებით საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებები, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ეს დამოკიდებულლი იქნება იმ სარჩელზე და იმ წარდგინებებზე, რომელიც არის ახლა შემოსული ან მომავალში შემოვა საკონსტიტუციო სასამართლოში",- განაცხადა თავაძემ.
მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება სავალდებულოა როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ორგანოების მიერ, რაც პერმანენტულად ხდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


