პოლიტიკა
„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს - სალომე სამადაშვილი
არაა აუცილებელი თავისუფლება ერთბაშად წაგართვან, მას რეჟიმი ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებს - „შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს,- ამის შესახებ პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე სამადაშვილის შეფასებით, დრო მოვიდა, რომ ყველამ „ყალბი, გაკოტრებული რეჟიმის დროშა მაინც გადააგდოს, თუ სიმართლის ბაირაღის აღმართვის ეშინია“.
„ნიანგთან შეიძლება დაზავდე, მხოლოდ იმაზე, რომ ბოლოს შეგჭამოს” - ჩერჩილის სიტყვებია. აკადემიური ავტონომიის უფლება დიდი ხნის გაუქმებულია, როგორც სტუ-ში, ასევე თსუ-ში. შეეგუა აკადემიური საზოგადოება? სამწუხაროდ, მაგრამ შეეგუა. ამიტომ გაუბედეს ეს აბსურდიც. არაა აუცილებელი თავისუფლება ერთბაშად წაგართვან. მას რეჟიმი ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებს. შეეგუები? უფრო ღრმად ეფლობი მის ჭაობში.
„შემგუებლობით“ შეხვდა ხალხი, მაგალითად, ოპოზიციური პარტიების აკრძალვას. მეტიც, ეს პარტიები არ ვარგა, ახალი პარტიებია საჭიროო, განაცხადა ბევრმა. ოღონდ ახალი კანონით პასიური საარჩევნო უფლება წაართვეს საზოგადოების აქტიურ ნაწილს. ამიტომაა ყველანაირი „შემგუებლობა“ ძალიან საშიში. როდესაც სხვისი უფლების გაუქმებას ეგუები, საკუთარსაც თმობ, უბრალოდ ჯერ არ იცი.
„გრანტების კანონი“ მარტო NGO-ებს ეხებაო, დაიმშვიდა ვიღაცამ თავი. არა, ხვალიდან შენც გეხება, თუ რამე შემოსავლის წყარო გაქვს უცხოეთთან დაკავშირებული.
ფასებზე ზრუნვის „საჩვენებელ” შეხვედრებზე მისული ბიზნესიც, იქიდან ვითომ კმაყოფილი სახით გამოსული - საშიში „შემგუებლობაა“. ამის ფასსაც მალე გადაიხდის.
„შემგუებლობის“ ფინალი ყველასთვის ერთია - თავისუფლების საბოლოო კრახი, სადაც არ უნდა იყო, ვინც არ უნდა იყო, რა დამსახურებაც არ უნდა გქონდეს...
დავოსში კანადის პრემიერმა ავტოკრატიასთან ბრძოლაზე საუბრისას ჰაველის „უძლურთა სიმართლის ძალა“ გაახსენა მსოფლიოს. დიდი ოვაცია დაიმსახურა. რა ხდება, როდესაც პირობითი „მემწვანილე“ დიქტატორის სურათს აიღებს ჯიხურიდან? უარს ამბობს რეჟიმის ფარსში მონაწილეობაზე. დროა, ყველა „მემწვანილემ“, პროფესორმა, მეწარმემ თუ სხვამ, ყალბი, გაკოტრებული რეჟიმის დროშა მაინც გადააგდოს, თუ სიმართლის ბაირაღის აღმართვის ეშინია.
დრო არ ითმენს. „გასაოცარი დემოკრატია“ არა, დისტოპიური ავტოკრატია კი იქმნება, მართლაც გასაოცარი სისწრაფით. ნიანგთან ზავის იმედად დარჩენილების შეჭმის დროც სწრაფად მოდის”,- წერს სალომე სამადაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


