პოლიტიკა
შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ, რადგან ამის კონსტიტუციური უფლება აქვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.
„კონსტიტუცია ამბობს, რომ თუ შეკრებამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო, სახელმწიფომ ის უნდა აღკვეთოს. შეიძლება, ჩვენი მომხრეებიც მივიდნენ ინტერესის გამო - აბა რის გაკეთებას აპირებენ, ისინიც შეიკრიბონ, პრობლემა არ არის. თუ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებს არ გადადგამენ, რაც უნდათ ის გააპროტესტონ”, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
შარმანაშვილის თქმით, „ლამაზი რევოლუციაც და მშვიდობიანი დამხობაც არის ძალადობრივი ქმედება“.
„ყველას კარგად გვესმის, რომ საზიზღრობას რაიმე ლამაზი სიტყვის წამატება ვერ გააკეთილშობილებს. „ლამაზი ადამიანების გალახვა“, „ქალბატონის შეურაცხყოფა ლამაზად” - არ არსებობს. რევოლუციაც მითუმეტეს არ არსებობს. ასე რომ, ეს არის შენიღბვა თავისი დესტრუქციული ქმედებებისა, თუმცა ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადგან ქართველ ხალხს დესტაბილიზაცია არაფერში არ სჭირდება”, - განაცხადა შარმანაშვილმა .
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


