უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 დეკემბერი, 2018 15:15
font-size

შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი, რომლის ზედამხედველი პროკურორი უნდა იყოს ოჯახის მიერ ნდობით აღჭურვილი პირი - ზვიად გამსახურდიების ოჯახის ადვოკატი

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას მოითხოვს. მისი თქმით, საქმეს ზედამხედველი პროკურორი უნდა გაუძღვეს, რომელიც ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი იქნება.

„ჩვენი მოთხოვნა ამ უნდობლობის პროცესში, რომელიც პროკურატურის მიმართ გვაქვს, უკავშირდება სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას. არა ერთი გამომძიებელი და ერთი პროკურორი, როგორიც დღეს არის ამ საქმეზე, რომლებიც, ბუნებრივია, ვერც შეძლებენ ამ საქმეზე მნიშვნელოვანი ერთდროული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარონ, რაც აუცილებელია ასეთი ტიპის საქმეზე, არამედ შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება სხვადასხვა სპეციალიზაციის მქონე გამომძიებლებით და ეყოლება ზედამხედველი პროკურორი და ეს ზედამხედველი პროკურორი უნდა იყოს ოჯახის მიერ ნდობით აღჭურვილი პირი,“- აცხადებს გიგუაშვილი

ცნობისთვის, ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები საქმის გამოძიების მოთხოვნით უკვე მე-11 დღეა მთავარ პროკურატურასთან შიმშილობენ

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი