პოლიტიკა
შეიქმნას ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია და პარლამენტს ერთი პარაზიტი მოაკლდება - თამაზ მეჭიაური
თიანეთის მერის არჩევნებში გამარჯვებული თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტს მიმართავს, რომ „ქართული ოცნების“ წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი კომისია შეიქმნას.
როგორც მეჭიაურმა Facebook-ში პირად გვერდზე დაწერა, იგი დარწმუნებულია, რომ გამოძიების შედეგად პარლამენტს „ერთი პარაზიტი მოაკლდება“.
„მივმართავ საქართველოს პარლამენტს, საპარლამენტო უმრავლესობას, შეიქმნას ქუცნაშვილის საქმიანობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია.
ასევე, შესაბამისმა ორგანოებმა გამოიძიონ მის მიერ ჩემს მიმართ წამოყენებული ბრალდებები. დარწმუნებული ვარ პარლამენტს ერთი პარაზიტი მოაკლდება!
p.s. თუ მისი ერთი ბრალდება მაინც დადასტურდა, მზად ვარ პასუხი ვაგო“,-წერს მეჭიაური.
ზაქარია ქუცნაშვილმა ერთ-ერთ გადაცემაში თამაზ მეჭიაურზე საუბრისას განაცხადა, რომ მას “კორუმპირებულ ჩინოვნიკად იცნობდნენ“, რომ 2012 წლის „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაში მოხვედრამდე, მეჭიაური „სახლში იჯდა და ლოთაობდა“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


