პოლიტიკა
შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს სხვა კონსტიტუციითა და სხვა კანონმდებლობით - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ ნაადრევია, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებათა დოკუმენტი ჯერ მზად არ არის.
„კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნების თანახმად, ჯერ უნდა შემუშავდეს კონსტიტუციური კანონპროექტი და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს საყოველთაო სახალხო განხილვა. კანონმდებლობის თანახმად, ამ განხილვის ინიციატორი და ორგანიზატორი არის საქართველოს პარლამენტი. ეს წერია კონსტიტუციაში და მოქმედ კანონმდებლობაში. შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს სხვა კონსტიტუციითა და სხვა კანონმდებლობით. ეს მე არ ვიცი“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალსიტებთან საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკონსტიტუციო კომისია მუშაობს კანონით განსაზღვრული დღის წესრიგით, რომელიც არის „რაციონალური, ლოგიკური, განსახვავებით იმ დღის წესრიგისგან, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გვთავაზობს“.
კობახიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა გიორგი მარგველაშვილს, ჩაერთოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.
„მე კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საქართველოს პრეზიდენტს, რომ ჩაერთოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ჩართოს თავისი წარმომადგენლები ამ კომისიის მუშაობაში, ეს იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მომზადდეს ძალიან დახვეწილი დოკუმენტი. დახვეწილი დოკუმენტი ისედაც მომზადდება, ძალიან ქმედითია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და მისი მუშაობა ძალიან ეფექტურად წარიმართება, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ძალიან გვინდა, რომ ამ პროცესში იყოს ჩართული საქართველოს პრეზიდენტი და ჩვენთვის გაუგებარია მისი მხრიდან ბოიკოტის მიზეზი“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაიწყო კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“, რომლის მიზანია ხალხის ჩართულობა და მონაწილეობა კონსტიტუციის შექმნის პროცესში, ასევე ამ კუთხით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


