პოლიტიკა
შეიძლება, მუხლის გადაკვალიფიცირება გავასაჩივროთ - ჯარჯი წიკლაური
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ ბრალდების მხარე გადაწყვეტს, გაასაჩივროს თუ არა მუხლის გადაკვალიფიცირება.
„როდესაც ჩაგვბარდება სამოტივაციო ნაწილი, გავეცნობით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრების თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში რასაც ვამტკიცებდით ბრალდების მხარე, რომ მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა, ეს დადასტურდა. ის დამნაშავედ ცნო 108-ე მუხლით და დადასტურდა, რომ ის ამზადებდა ადამიანის მკვლელობას. გადაწყვეტილება დღეიდან შედის ძალაში“, -თქვა წიკლაურმა.
შეგახსენებთ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
თავიდან მამალაძეს ბრალად ედებოდა დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადება ( სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი), რაც 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა მოსამართლემ ბრალდება გადაუკვალიფიცირა - მას უკვე მკვლელობის მომზადებისთვის (სსკ-ის 108-ე მუხლი) შეეფარდა 9-წლიანი პატიმრობა. დეკანოზი დამნაშავედ ცნეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში.
გაანჩენის გამოცხადების პროცესს თავად მამალაძე არ დასწრებია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


