უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 მარტი, 2026 15:01
font-size

შეიძლება, „ლელოსთან“ დიალოგზე გვეფიქრა, მაგრამ რომ გვახსენდება, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი სასამართლოში ბენზინით როგორ დარბოდა, ლაპარაკის ხასიათი აღარ გვაქვს ხოლმე - შალვა პაპუაშვილი

ლაპარაკის ადგილი პარლამენტია. ლაპარაკის უფლებამოსილება მათ გააჩნიათ, ვისაც მანდატი აქვთ. ამომრჩეველმა მანდატები 2024 წელს გადაანაწილა. ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა და უცხოეთის სამსახური არჩიეს. მეხუთე კოლონას რაზე უნდა ველაპარაკოთ? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ეს ხალხი ცდილობს, საქართველოში მარიონეტული რეჟიმი დაამყაროს, რათა ქვეყანა ვასალად და სხვისი ნების გამტარებლად აქციოს“.

„შეიძლება, დიალოგზე გვეფიქრა, მაგრამ შემდეგ რომ გაგახსენდება, „ლელოს“ კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი სასამართლოში ბენზინით როგორ დარბოდა და წვავდა, ამ დროს ლაპარაკის ხასიათი ცოტა აღარ გვაქვს ხოლმე. ეს მაშინ, როცა ამ ფაქტს არც გმობენ, არც ემიჯნებიან, არც რიცხავენ. რაზეა საუბარი? შემდეგ ეს ხალხი წავა, რომელიღაც ელჩი შეხვდება, ხელს ჩამოართმევს. ბენზინით დარბიან, შენობებს წვავენ, „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისვრიან, პარლამენტის შენობასაც წვავდნენ და გადავრჩით. თანამშრომლებმა სწრაფად მოახდინეს რეაგირება, თორემ ეს პარლამენტი ისე გადაიბუგებოდა, როგორც 90-იან წლებში. „ლელო“ როცა ელჩებს ხვდება, ელჩებს ჰკითხეთ, მათი ერთ-ერთი ლიდერი ბენზინით რომ დარბის სასამართლოში, ამას ამართლებთ? ტერორიზმია ევროპა? ალეკო ელისაშვილი გარიცხეს? ეს კარგი მაგალითია, რომ ტერორიზმი მათთვის მისაღები პოლიტიკური იარაღია. ასეთ ხალხს ბრიუსელში როცა იღებენ, ეს არის ტერორიზმის გამართლება და ტერორიზმის სამომავლო წახალისება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ პარტიის ლიდერთა სათათბიროს შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ აუცილებელია, დაიწყოს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი