სამართალი
შეიძლება, დანის პირი იყოს მოკლე, მაგრამ შეკუმშული ორგანოების გაფართოების შემდეგ, უფრო დიდი ჭრილობის არხი მოგვცეს - ექსპერტი დავით სარალიძისთვის მიყენებულ ჭრილობაზე
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტის, გიორგი მაღრაძის განცხადებით, დანის დარტყმის შედეგად ორგანოები იკუმშება, რის გამოც შესაძლებელია, იმაზე ღრმა ჭრილობა დარჩეს, ვიდრე არის დანის პირი. ასე უპასუხა ექსპერტმა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დასმულ შეკითხვას, თუ რამდენად შესაძლებელია 10-სანტიმეტრიან დანას უფრო მეტი - 12-სანტრიმეტრიანი ჭრილობა მიეყენებინა. კერძოდ, საუბარია დავით სარალიძისთვის მიყენებულ ერთ -ერთ ჭრილობაზე.
„გააჩნია, როგორ ზედაპირზე და რა მიდამოში ხდება დაზიანების მიყენება. მაგალითად, მუცლის მიდამოში მიყენებული ჭრილობის შესაბამისად, ორგანოებისა და რბილი ქსოვილების შეკუმშვის შედეგად, შეიძლება, დანის პირი იყოს მოკლე, მაგრამ შეკუმშული ორგანოების გაფართოების შემდეგ, უფრო დიდი ჭრილობის არხი მოგვცეს, ვიდრე არის მიმყენებელი საგანი“, - განმარტა მაღრაძემ.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს უსმენენ. ექსპერტების გამოკითხვა თავდაპირველად ღია რეჟიმში დაიწყო, თუმცა იმის გამო, რომ მათ გარდაცვლილთა ჭრილობებთან დაკავშირებულ დეტალებზე და რიგ დელიკატურ საკითხებზე უნდა ისაუბრონ, სხდომა დაიხურა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


