პოლიტიკა
შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ასეთ ძლიერ მეზობელს გავუძელით და გავუძლებთ მომავალშიც, როგორც ეს ყოველთვის გაგვიკეთებია - გიორგი მარგველაშვილი
შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ასეთ ძლიერ მეზობელს გავუძელით და გავუძლებთ მომავალშიც, როგორც ეს ყოველთვის გაგვიკეთებია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ლიეტუვას პრეზიდენტთან, დალია გრიბაუსკაიტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთისგან წარმოებული ჰიბრიდული ომის შესახებ საუბრისას.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, შეტევებს, რომელსაც რუსეთი ახორციელებდა, მხოლოდ 2014 წლიდან დაერქვა ჰიბრიდული ომი.
„საქართველოს სამწუხაროდ, აქვს ძალიან მდიდარი გამოცდილება რუსეთთან ჰიბრიდული ომის წარმოების. მინდა ყველას გავახსენო, რომ ქართულ-რუსული დაპირისპირება არ დაწყებულა 2008 წელს. საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან რუსეთის ფედერაციის მიერ გადაიდგა ნაბიჯები საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ოკუპაციის მიმართულებით, ოღონდ მაშინ ეს ხორციელდებოდა რაღაც განსხვავებული ფორმით. იმ ფორმით, რომელსაც მხოლოდ 2014 წლიდან დაერქვა ჰიბრიდული ომი და იმ ადამიანებს პატარა მწვანე კაცუნები დაერქვა, ვინც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ტერიტორიაზე 90-იანი წლების დასაწყისიდან ცდილობდნენ, რომ გაეტეხათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, მთლიანობა და ჩვენი ქვეყნის ნება, ყოფილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ რუსეთთან ჰიბრიდული ომის დიდი გამოცდილება გვაქვს. ამ ჰიბრიდული ომის შემადგენელი 2008 წელს კიბერშემადგენელიც იყო. ბუნებრივია, ჩვენც შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ასეთ ძლიერ მეზობელს გავუძელით და გავუძლებთ მომავალშიც, როგორც ეს ყოველთვის გაგვიკეთებია“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


