უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 მარტი, 2018 12:15
font-size

შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში არ დგას - გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, თბილისში ვიზიტით მყოფ გერმანიის დელეგაციასთან არ იქნება საუბარი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეწყვეტის შესახებ.

მინისტრის თქმით, მხარეები ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელებენ.

„შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე არ იქნება საუბარი. ეს გახლავთ ტექნიკური მისია. ტექნიკურ მისიასთან შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისევე როგორც სხვა უწყებებში საუბარი იქნება იმ ღონისძიებებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა გეგმავს, რათა ამ გამოწვევას შესაბამისად ვუპასუხოთ. ძირითადი პრობლემური საკითხი ეს არის თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობის ზრდა გერმანიასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ კვირის ბოლომდე ჩვენ გვექნება ვიზიტი ევროპოლში, სადაც უკვე კონკრეტულ მექანიზმებზე გვექნება საუბარი ოპერატიულ დონეზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, რაც ასევე იქნება ძალზედ სერიოზული არგუმენტი ამ გამოწვევებზე პასუხისთვის.

შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, რომ რამდენიმე ქვეყანაში არის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა არის გაზრდილი, თუმცა უნდა გვესმოდეს ერთი რამ, როგორც ჩვენი ევროპელი კოლეგები, ასევე ჩვენ გარკვეული რაოდენობის ზრდას ველოდით. აბსოლუტურ ციფრებში ეს არაა დიდი ციფრები, თუმცა პროცენტული ზრდის ტენდენცია არსებობს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ნაწილობრივ გაცხადებული, რომელსაც პრევენციის ძალა ექნება, რამეთუ ამ გამოწვევას ყველამ ერთად ვუპასუხოთ“, - განაცხადა გახარიამ.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი