პოლიტიკა
შეჩერდეს ნაჩქარევად ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის ერთპარტიული პროექტი - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის აზრით, უნდა შეჩერდეს პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო პროექტი, რათა დაიწყოს განხილვა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საარჩევნო სისტემა, პრეზიდენტის უფლებამოსილებები, უშიშროების საბჭოს დანიშნულება და ფუნქციები, მანდატების განაწილება და ა.შ. - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ ისაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, მმართველმა გუნდმა უარყო მისი შეთავაზება საკონსტიტუციო განხილვის შესახებ. ქვეყნის პირველი პირის ვარაუდით, ეს მიანიშნებს, რომ საკონსტიტუციო პროექტის განხილვის კამპანია მის წინააღმდეგ იყო მიმართული.
„პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული შეთავაზება, დაწყებულიყო რეალური მოლაპარაკება საკონსტიტუციო თემებზე კონსესუსის მისაღებად, მმართველი გუნდის მხრიდან იქნა უარყოფილი.
„ქართული ოცნების“ განმარტებით, ისინი ყველასთან მზად არიან დიალოგისთვის, ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის გარდა.
მთელი ეს პროცესი იმთავითვე არა უკეთესი კონსტიტუციის შესაქმნელად, არამედ პიროვნულად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია იყო.
შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის ერთადერთი. უპირველეს ყოვლისა, შეჩერდეს ნაჩქარევად, ორი მოსმენით მიღებული, კონსტიტუციის ერთპარტიული პროექტი. კონსტიტუციაში მოხდეს ძირითადი, ფუნდამენტური საკითხების გადახედვა, როგორიცაა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ბონუსის სისტემის გაუქმება, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდა, მოსამართლეების დანიშვნის წესი, პრეზიდენტის არჩევის წესი, უშიშროების საბჭოს შენარჩუნების საკითხი. თუ საპარლამენტო უმრავლესობა ამ ფუნდამენტური საკითხების გადახედვის გარეშე მესამე მოსმენით მაინც მიიღებს არსებულ კანონპროექტს, ეს იქნება არაკონსესუსური, დაბალი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტი“,- განაცხადა მიშველაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


