პოლიტიკა
შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოსთან კონსულტაციებს ვმართავთ, წინადადებებიც მივიღეთ - ჯეიმს აპატურაი
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო-ს სურს საქრათველოში რეფორმების განგრძობითობა იხილოს.
ამის შესახებ აპატურაიმ საზოგადოებრივ მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ნატოს სურს იხილოს საქართველოში რეფორმების განგრძობითობა. ცერემონიები და წითელი ლენტების გაჭრა კარგია, ხალხს აქვს შესაძლებლობა თანამშრომლობის შედეგი იხილოს. ჩვენთვის მნიშნელოვანია უკვე იმპლემენტაცია, ნატოს პერსონალი, მათი მუშაობა, გეგმის შედგენა, ერთობლივი წვრთნები. ჩვენ ვიმუშავებთ და უკვე ვმუშაობთ ახალ თავდაცვის მინისტრთან. გვაქვს ძალიან ბევრი საქმე. უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია ძალიან კარგად მიმდინარეობს. ვემზადებით ახალი ერთობლივი წვრთნისთვის“,-აღნიშნა ნატო-ს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
მისი თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საუბარი საქართველოს გარეშე არ ჩაივლის.
„რაც შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები, წინადადებები მივიღეთ უკვე საქართველოდან. შავი ზღვის უსართხოებაზე საუბარი საქართველოს გარეშე არ ჩაივლის. პირიქით, მაქსიმალურად იქნება ჩართული. ვაკეთებთ შეფასებას და ვათანხმებთ ფორმატებს“,-განაცხადა აპატურაიმ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


