სამართალი
შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლის მდგომარეობა მძიმეა
შარტავას 35 ნომერში დაჭრილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი ზურაბ ტაკიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ტაკიძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილის ახლობლები თვითმკვლელობის მცდელობის ვერსიას გამორიცხავენ. ის გუშინ საკუთარი სახლის სადარბაზოში დაჭრილი მეზობელმა იპოვა.
რა ვითარებაში მოხდა მისი დაჭრა, ამ დრომდე უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ტაკიძე საკუთარი სახლის სადარბაზოს მეოთხე სართულზე დაჭრილი მეზობელმა გუშინ იპოვა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


