პოლიტიკა
შარდის კონტეინერები მთავრობის ადმინისტრაციასთან - მოქალაქეთა ნაწილი მარნეულის ინციდენტს გამოეხმაურა
მარნეულში მოქალაქის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს მოქალაქეთა ნაწილი საპროტესტო აქციით გამოეხმაურა. ახალგაზრდებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან შარდის ასაღებად განკუთვნილი სამედიცინო კონტეინერები მიიტანეს.
ცნობისთვის, 11 ივნისს ფეისბუკის სხვადასხვა ჯგუფში ვრცელდებოდა ვიდეო, სადაც მამაკაცს ბოდიშს ახდევინებენ, შარდით სახის დაბანას აიძულებენ და აზერბაიჯანულად ეუბნებიან, რომ „შენ ღირსება არ გაქვს“. აღნიშნულ ვიდეოზე „მარნეულის სათემო რადიომ“ და სტუდია მონიტორმა სიუჟეტები მოამზადეს, რომლებიდანაც ირკვევა, რომ მარნეულის მკვიდრი ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის საჯარო შეგინების გამო დასაჯეს. „მარნეულის სათემო რადიოს“ ინფორმაციით, ვიდეოს გადაღების პროცესს ესწრებოდა მარნეულის მერი თემურ აბაზოვი.
აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 144 (3)-ე მუხლით. დაკავებულია მარნეულის მერი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


