პოლიტიკა
შანტაჟის ვერც ერთი ინსტრუმენტი ვერ აიძულებს ქართულ საზოგადოებას, გადადგას ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე
შანტაჟის არც ერთი ინსტრუმენტი აღარ გამოდგება საქართველოში რევოლუციური პროცესების განსავითარებლად. ერთ-ერთი ასეთ პოტენციური ინსტრუმენტი იყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, თუმცა ეს ინსტრუმენტიც არ ამოქმედდა და ვფიქრობ, მთავარი მიზეზი არის ის, რომ ყველამ გაიგო ყველაფერი - ყველამ გაიგო ის, რომ შანტაჟის ვერც ერთი ინსტრუმენტი ვერ აიძულებს ქართულ საზოგადოებას, გადადგას ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ პრაქტიკული ნაბიჯების თვალსაზრისით კონკრეტული ბიუროკრატები უფრო პრაგმატულად იმოქმედებენ.
„როდესაც ისინი ხედავენ, რომ შანტაჟს ვერ ექნება ეფექტი, ისინი შესაბამის ნაბიჯებს არ დგამენ და ეს არის ერთი პრაგმატული ქმედება, რასაც ისინი ახორციელებენ. რაც შეეხება ურთიერთობების გადატვირთვას, რაც იქნებოდა ყველაზე პრაგმატული ნაბიჯი ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ობიექტურად, ევროკავშირის ინტერესებში არავითარ შემთხვევაში არ შედის საქართველოსთან ასეთი ურთიერთობების შენარჩუნება. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ევროკავშირს ისედაც აქვს სირთულეები, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც გამოიწვია უკრაინაშ დაწყებულმა ომმა. ევროკავშირს შეეზღუდა წვდომა იაფ ბუნებრივ რესურსებზე, რუსულ რესურსებზე და ასევე ევროკავშირმა დაკარგა ძლიან მომგებიანი რუსული ბაზარი. ამ პირობებში, რა თქწმა უნდა, ევროკავშირის ინტერესებშია, გამოძებნოს ახალი გზები აღმოსავლეთის მიმართულებით და ამ კუთხით ერთადერთ ეფექტური გზა არის საქართველოს გზა - შავი ზღვა, საქართველო და შემდეგ ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ცენტრალური აზიის ქვეყნები და ა. შ. შესაბამისად, ობიექტურად, ევროკავშირის ინტერესებშია, განავითაროს ეს მიმართულება მაქსიმალურად და აღადგინონ ჯანსაღი ურთიერთობები საქართველოსთან. როდესაც ევროკავშირი ამ პირობებში ამას არ აკეთებს, ჩვენ შეგვიძლია, გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნა, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ მოქმედებს სუვერენულად და ევროკავშირის და ევროპული საზოგადოების ობიექტური ინტერესების შესაბამისად. სხვა არც გამართლება და არც ახსნა ასეთ დამოკიდებულებას არ აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


