სამართალი
შალვა თადუმაძემ სრული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ ის პირად კონტროლზე აიყვანს ხორავას ქუჩის საქმეს - ზაზა სარალიძე
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ახალ მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძეს შეხვდა. სარალიძის ინფორმაციით, პროკურორი მას დაპირდა, რომ პირად კონტროლზე აიყვანს ამ საქმეს.
სარალიძის თქმით, შეხვედრას არ ესწრებოდნენ საქმის პროკურორები.
„სამწუხაროდ, საქმის ახალი პროკურორები არ ესწრებოდნენ შეხვედრას, ვისთანაც კონკრეტული კითხვები მქონდა და ვისგანაც კონკრეტული პასუხები უნდა მიმეღო. კონკრეტული პასუხები ამ ეტაპზე ვერ მივიღე, მაგრამ შევხვდი ახალ გენერალურ პროკურორს, რომელთანაც ვისაუბრე ამ დეტალებზე. რა თქმა უნდა, გაეცნობა ამ საქმეს თავიდან ბოლომდე. შალვა თადუმაძემ სრული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ ის პირად კონტროლზე აიყვანს ამ საქმეს. შეხვედრა კონსტრუქციული იყო“, - აღნიშნა სარალიძემ.
სარალიძემ განაცხადა, კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ შეიძლება, რადგან თადუმაძე საქმეს არ იცნობს. სარალიძემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი მთავარი პროკურორი კონკრეტულ ნაბიჯებს უახლოეს მომავალში გადადგამს.
„დაველოდები გენერალური პროკურორის გადადგმულ ნაბიჯებს. ამ დღეებში უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები იქიდან გამომდინარე, რომ ამ საქმეს ჯერჯერობით არ იცნობს“, -თქვა სარალიძემ.
გარდა ამისა, სარალიძემ თადუმაძეს მისი და მისი მეუღლის ტელეფონების მოსმენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


