უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 თებერვალი, 2026 16:06
font-size

შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2025 წლის ანგარიში წარადგინა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, 2023 წელს AIPA-მ საქართველოს პარლამენტს დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭა. მას შემდეგ პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია აქტიურად ერთვება საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქმიანობაში.

„საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რიგით 46-ე გენერალური ასამბლეის სხდომაში და ასამბლეის დროებითი სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრაში.

ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) 46-ე გენერალური ასამბლეა 2025 წლის 16-22 სექტემბერს, მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში გაიმართა. მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო წევრი, დამკვირვებელი და სტუმარი ქვეყნების 400-მდე დელეგატმა.

ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სესიაზე შეკრებილ დელეგატებს სიტყვით მიმართა და საქართველოსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებსა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას, მან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, ქართველების უფლებების შელახვაზე, საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეების გატაცებასა და აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ქართველების გაძევებაზე გაამახვილა ყურადღება.

სხდომის ფარგლებში, საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ისაუბრა, ასევე, ქვეყანაში არსებულ ტენდენციებზე, მათ შორის მიმოიხილა ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა, სხვადასხვა სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმები.

ასეან-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრი ქვეყნების დელეგაციებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს და სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს.

გენერალური ასამბლეის მსვლელობის პარალელურად, ნიკოლოზ სამხარაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა მალაიზიის სენატის ვიცე-სპიკერსა და მალაიზიის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარესთან.

რაც შეეხება საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) დროებითი სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრას, ის 2025 წლის 14-17 ივლისს, კამბოჯის სამეფოს დედაქალაქ პნომპენში გაიმართა და მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ნიკოლოზ სამხარაძემ. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და მადლობა გადაუხადა ასამბლეის წევრ ქვეყნებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

დელეგაციის წევრმა ისაუბრა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის მხრიდან ოკუპაციაზე, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და ხაზი გაუსვა მშვიდობის დასამყარებლად საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობას. ნიკოლოზ სამხარაძემ დაადასტურა საქართველოს მზაობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებაში.

სესიის ფარგლებში, ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრა გამართა კამბოჯის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომელიც ამჟამად არის ASEAN-ის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) გენერალური მდივანი“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „საქართველოსთვის, როგორც დამკვირვებელი ქვეყნისთვის, AIPA რჩება საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელოვან პლატფორმად, რომელიც საშუალებას გვაძლევს, პირდაპირი კონტაქტი დავამყაროთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან, უკეთ გავეცნოთ ამ რეგიონის პრიორიტეტებსა და გამოწვევებს, განვამტკიცოთ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა და განვსაზღვროთ თანამშროლობის მიმართულებები“.

„თანამედროვე სამყაროში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობები საკმაოდ დაძაბული და კომპლექსურია, აღნიშნული ფორმატი დიალოგისა და თანამშროლობის კარგ პლატფორმას წარმოადგენს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა წარდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი