პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის პარლამენტს ეწვია. საქართველოს დელეგაციას მიესალმნენ და პატივი მიაგეს ინდოეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის სხდომებზე. შალვა პაპუაშვილმა ჩანაწერი გააკეთა ინდოეთის პარლამენტის საპატიო სტუმართა „ოქროს წიგნში“.
ცერემონიული ნაწილის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინდოეთის პარლამენტის ქვედა – სახალხო პალატის (ლოკ საბჰა) თავმჯდომარეს, ომ ბირლას შეხვდა.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით წარმატებით ვითარდება. ამ კუთხით აღინიშნა ინდოეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობა.
შალვა პაპუაშვილმა ინდურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თბილისში უკვე ფუნქციონირებს ინდოეთის საელჩო და ქართული მხარე ელოდება ინდოეთის პირველი ელჩის დანიშვნას.
მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო ურთიერთობებზე და მათ მზარდ მნიშვნელობაზე ორი ქვეყნის ურთიერთობაში. მათ გაიხსენეს ნაყოფიერი შეხვედრა, რომელიც წელს უზბეკეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ფარგლებში შედგა. შალვა პაპუაშვილმა ომ ბირლა საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
მხარეებმა აგრეთვე განიხილეს თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების მიმართულებებით.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობას და მისი პოტენციალის უკეთ გამოყენების მიზნით თანამშრომლობის საჭიროებას.
შეხვედრა შედგა ინდოეთში მიმდინარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციაში შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ინდოეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გენრიეტა წიწავა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


