პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილსა და საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება მოხდა
თემქაზე, 83-ე საარჩევნო უბანზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერ შალვა ნათლაშვილსა და უბნის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირება მოხდა.
პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, უბანთან ადამიანების გარკვეული ჯგუფი აგიტაციას ეწეოდა და ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენას ცდილობდა, რის შესახებაც პარტიის წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა, თუმცა ის უბნის თავმჯდომარემ არ დაარეგისტრირა.
ნათელაშვილმა უბნის თავმჯდომარე არჩევნების გაყალბების მცდელობაში დაადანაშაულა.
თავის მხრივ, როგორც 83-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ განმარტა, კანონმდებლობის მიხედვით, უბნის გარეთ დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრით პარტიის წარმომადგენლებმა გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა მიმართონ, რადგანაც მას მსგავსი შინაარსის საჩივრის რეგისტრაციის უფლებამოსილება არ აქვს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


