სამართალი
შალვა ნათელაშვილმა ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნა
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, სახელმწიფო საკონსტიტუიო კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს წერილი გაუგზავნა.
ნათელაშვილის თქმით, წერილის გაგზავნის მიზანი ის არის, რომ ქვეყნის ძირითადმა კანონმა დაიცვას ყველა ადამიანი და არა მხოლოდ მდიდრები.
როგორც ნათელაშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კონსტიტუცია ხალხზე უნდა იყოს მორგებული და არა მთავრობაზე.
ის მთავარ აქცენტს შრომის, ჯანდაცვისა და განათლების მიღებაზე აკეთებს.
„კონსტიტუცია, რომელიც არ იცავს ადამიანებს სიღატაკისგან და სოციალური უსამართლობისგან, წარმოადგეს ფარატინა ქაღალდს. სწორედ ამიტომ, შესაბამის სახელმწიფო კომისიაში ჩვენს მიერ გაიგზავნა წინადადებები. რათა ერთხელ და სამუდამოდ ძირითადმა კანონმა დაიცვას ყველა ადამიანი და არა მხოლოდ გამდიდრებული კასტა“,-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


