პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს წინააღმდეგობრივი მოძრაობის დაწყებისკენ მოუწოდებს
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს წინააღმდეგობრივი მოძრაობის დაწყებისკენ მოუწოდებს.
ინიციატივის შესახებ ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინზე ისაუბრა.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს ფართო ფორმატში კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს.
„მივმართავ, ყველა ოპოზიციურ პარტიას. მეგობრებო, ერის ისტორია გაამრუდა არჩევნების ოლიგარქიულმა ფალსიფიცირებამ, მოხდა ხელისუფლების უზურპაცია, ერთპიროვნული რეჟიმის დაკანონება. ნუ ველოდებით უცხოელ დამკვირვებლებს და მათ შეფასებებ. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და შევაფასოთ, ის, რაც მოხდა ჩვენს თავს. დავსახოთ გეგმები, რომ არ გადავაყოლოთ ქვეყანა მილიარდერის ბიზნეს ინტერესებს. მოგიწოდებთ ყველას, დავიწყოთ კონსულტაციები, შევიკრიბოთ და შევადგინოთ საერთო შეფასება იმ ყველაფრისა, რაც ჩვენს თავს დატრიალდა ოქტომბრის თვეში. განვსაზღვროთ მომავალი წინააღმდეგობის ორგანიზებისა და ბრძოლის ფორმატი,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


