პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი-ბიძინა ივანიშვილს: დაუბრუნე ხალხს ის მილიონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბანკ „ქართუს“ კრედიტის სახით გამოართვა
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ბანკიდან საკუთარ პარტიაზე გასესხებული მილიონი, უკან დაიბრუნა.
სპეციალურ ბრიფინგზე ნათელაშვილმა, ყოფილ ექს-პრემიერს ბაიუჯეტსა და ხალხს ამ მილიონის დაბრუნებისკენ მოუწოდა, ასევე, წინადადებას აძლევს, რომ „ქართული ოცნება“ პირადი თანხებით დააფინანსოს.
"საქართველოს მმართველმა მილიარდელმა, საკუთარი ბანკიდან საკუთარ პარტიაზე გასესხებული მილიონი უკან დაიბრუნა, ხალხის და ბიუჯეტის ხარჯზე. თქვენ დამისახელეთ მეგობრებო, მსოფლიოში თუნდაც ერთი სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ლიდერი, რომელიც საკუთარ პარტიას საკუთარი ბანკიდან აძლევს წინასაარჩევნოდ პროცენტიან სესხს და მერე ამ ხარჯებს ფარავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მე წინადადებას ვაძლევ ივანიშვილს, დაუბრუნე ხალხს და ბიუჯეტს ეს მილიონი, ხოლო საკუთარი პარტია დააფინანსე შენი მილიარდებიდან“,-აღნიშნა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ,რომ სექტემბერში, ბანკმა „ქართუმ“ „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისთვის, კრედიტის სახით, 1 მილიონი ლარი მისცა.
პარტიამ ვალი დეკემბერში დაფარა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


