პოლიტიკა
შალვა ხუციშვილმა ქართველ დიპლომატებს საზღვარგარეთ მივლინებული ე.წ. ფარული პოლიციელების ინიციატივის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა
შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ქართველ დიპლომატებს საზღვარგარეთ მივლინებული ე.წ. ფარული პოლიციელების ინიციატივის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც შს სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა აღმასრულებელ ხელისუფლებაში უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ, ინიციატივა მომავალი წლიდან ამოქმედდება.
„რამდენიმე ქვეყანას აქვს დაინტერესება ჩვენი მხრიდან ამ ტიპის მხარდაჭერით სარგებლობის თაობაზე. ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან, რადგან საჭიროა ტრენინგები, ამ ხალხის მომზადება. იმედი მაქვს, რომ მომავლი წლიდან გვექნება შესაძლებლობა იმისა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მეტი საჭიროებაა და არის ორგანიზებული დანაშაულის კუთხით პრობლემა, ფარული პოლიციელები მივავლინოთ“, - განაცხადა ხუციშვილმა.
ფარული პოლიციელების ინსტიტუტის შემოღების ინიციატივით შს სამინისტრო ჯერ კიდევ მაისის თვეში გამოვიდა.
„ესენი იქნებიან პოლიციელები, რომლებიც ატაშეებისგან განსხვავებით, ღიად არ იმუშავებენ და უცხოეთის ქვეყნებში იმუშავებენ ფარულად და გამოავლენენ იმ ორგანიზებულ დანაშაულს, რომელიც საქართველოსთანაა დაკავშირებული. მსგავსი ინსტიტუტი ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს. ქვეყნები ამით ეხმარებიან ერთმანეთს, ეფექტურად ებრძოლონ კონკრეტულ ეთნიკურ ორგანიზებულ ჯგუფს“, - ამბობს შალვა ხუციშვილი.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


