პოლიტიკა
შახტში რომ ჩადიოდა, ამბობდა: „ღმერთო, გადამარჩინე და მშვიდობით გამომიყვანეო“ - დაღუპული მეშახტის მამა უცხოელ ექსპერტთა დასკვნას არ ენდობა
ტყიბულის შახტში 2018 წლის 5 აპრილს გარდაცვლილი პავლე გამეზარდაშვილის მამამ, გურამ გამეზარდაშვილმა უნდობლობა გამოუცხადა საერთაშორისო ექსპერტების დასკვნას, რომლის თანახმად, მომხდარი ტრაგედია არა ბუნებრივ მოვლენას, არამედ ადამიანურ ფაქტორებს უკავშირდება.
„იმას, რომ მომხდარის მიზეზი იყო ადამიანური გადაცდომა, არავითარ შემთხვევაში არ ვენდობი. უკრაინელმა ექსპერტებმა დამისახელონ, თუ მივიდა ჩემი შვილი იმ წერტილამდე, სადაც აფეთქება იყო. დასკვნას იმიტომ არ ვენდობი, რომ მე ვიცი ჩემი შვილის ამბავი. პირველ ცვლაში იყო და ყველაფერი იცოდა. შახტში რომ ჩადიოდა, ასე ამბობდა: „ღმერთო, გადამარჩინე და მშვიდობით გამომიყვანეო“. რაღაც რომ მოხდებოდა, წინასწარ იცოდა. შეიძლება, მართლაც მოხდა აფეთქება, მაგრამ ისეთი ადგილი იყო, არც აფეთქება უნდა დაეშვათ იქ და არც არაფერი. უნდა დახურულიყო წინასწარ. საერთოდ მუშაობა არ შეიძლებოდა იქ, ისეთი კატასტროფული მდგომარეობა იყო. არანაირი ვენტილაცია, არანაირი ჰაერი არ მოძრაობდა შიგნით. ჩემი შვილი 12-ის ნახევარზე რომ გავიდა, ასე თქვა: ღმერთო, მშვიდობით გამომიყვანეო, პირჯვარი გადაიწერა და მე გავაცილე“, - განაცხადა გურამ გამეზარდაშვილმა.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, მინდელის სახელობის შახტში, 5 აპრილს მომხდარი იმ ტრაგიკული შემთხვევის მიზეზების კვლევა 23-26 აპრილის პერიოდში, შრომის დაცვის სფეროში მაღალკვალიფიციური უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარდა.
ცნობისთვის, 5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


