პოლიტიკა
სევდია უგრეხელიძე საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას
“ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი სევდია უგრეხელიძე არ უერთდება ბოკერია-უგულავას ფრთას და საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს საქმიანობას.
საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება მან თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
,,ჩემთვის სრულიად გაუგებარია ოპოზიციური პოლიტიკური ძალის დანაწევრება ტაქტიკური განსხვავებების ან პიროვნული შეუთავსებლობის გამო, ვინაიდან, ერთი რომელიმე მხარის არჩევა ამ პირობებში ნიშნავს მეორესადმი დაპირისპირებას, რისთვისაც მე არავითარი საფუძველი არ გამაჩნია. ამიტომ არ ვერთიანდები არცერთ ფრაქციაში და ვრჩები საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად,’’ - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ცალ-ცალკე ფრაქციების შექმნის განცხადებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი ყოფილი თანაგუნდელები საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავენ.
ცნობილია, რომ შეიქმნება ორი ფრაქცია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს და “თბილისი“ მამუკა ახვლედიანის მეთაურობით.
ანა მებურიშვილი.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


