საზოგადოება
სესხებზე ახალი გამკაცრებული რეგულაციები დღეიდან ამოქმედდა
ახალი საბანკო რეგულაციები ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის გაცემა გართულდება. 2019 წლის პირველი სამუშაო დღიდან ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ლომბარდები გამკაცრებული პირობებით გასცემენ კრედიტებს.
იზღუდება ბინით უზრუნველყოფილი სესხის აღებაც. ბინას, რომელშიც ცხოვრობთ, ბანკში ვეღარ ჩადებთ, თუ შემოსავლებს ვერ დაადასტურებთ. ექსპერტების შეფასებით, კოეფიციენტების გაზრდა კარგია, თუმცა შეზღუდვები შეამცირებს მსესხებლების რაოდენობას და სესხის მოცულობას.
საუბარი იყო რეგულაციებზე, რომლის თანახმად იპოთეკაზე წესდება მაქსიმუმ 15-წლიანი ლიმიტი.
უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მაქსიმუმ 10-წლიანი იქნება.
ავტოსესხი მაქსიმუმ 6-წლიანი.
ეროვნული ბანკის პროექტის მიხედვით, განსაზღვრული იყო ექვსი საშემოსავლო საფეხური და სესხის კოეფიციენტი:
თვეში 10 000 ლარზე მეტი – ბანკი თავისი შიდა პოლიტიკის მიხედვით ადგენს სესხსა და პირის შემოსავალს შორის ბალანსს.
თვეში 7 000-10 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 30 პროცენტი, ანუ 3000 ლარამდე;
თვეში 5 000-7 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 25 პროცენტი, ანუ 1 750 ლარამდე;
თვეში 3 000-5 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20 პროცენტი, ანუ 1000 ლარამდე;
თვეში 1 000-3 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20 პროცენტი, ანუ 600 ლარამდე;
თვეში 1 000 ლარამდე – ყოველთვიური სასესხო ტვირთი შემოსავლის მაქსიმუმ 20 პროცენტი, ანუ 200 ლარამდე.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


