საზოგადოება
სესხების განულების პროცესი 15 იანვრამდე გაგრძელდება
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილი ერთჯერადი პროგრამა წარმატებით დასრულდა.
„პროექტი უკვე 600 ათასზე მეტ ადამიანს შეეხო, ჩამოწერილი თანხის საერთო მოცულობამ 4 მილიარდ ლარამდე შეადგინა. ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილე მხარეს,“ - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
მისივე ინფორმაციით, სესხების განულების პროცესი 15 იანვრამდე გაგრძელდება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 15 იანვრამდე პროცესში ჩართვა ახალ საფინანსო ორგანიზაციებსაც შეეძლებათ, რომლებსაც ჯერ ფონდ „ქართუსთან“ ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ.
„ჯერ კიდევ არის რამდენიმე საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც არ შემოუერთდა ამ პროცესს. ზოგიერთი სიებს აზუსტებდა, ზოგიერთისთვის პირობები აღმოჩნდა მიუღებელი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ფონდი „ქართუს“ კარი ჯერ კიდევ ღიაა და 15 იანვრამდე ყველა საფინანსო ორგანიზაციას, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს დადგენილ კრიტერიუმებს, შეეძლება შეუერთდეს პროცესს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
vali.ge-ზე ამ დროისთვის 604 797 მსესხებლის ინფორმაციაა განთავსებული, რომელთა სესხების რაოდენობა 1 302 750-ს შეადგენს, ჩამოწერილი დავალიანების ჯამური თანხა კი, თითქმის ოთხ მილიარდ ლარს აღწევს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


