სამართალი
სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამსახურის უფროსი მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
სერვისების განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამსახურის უფროსი არკადი ფიფია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.
პროკურატურაში შესვლამდე მან ჟურნალისტებთან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ყალბი პირადობების შესაძლო ბეჭდვაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისგან თავი შეიკავა.
არკადი ფიფიას თქმით, ის ამჟამად მივლინებაში იმყოფება.
მისივე თქმით, ის ითანამშრომლებს გამოძიებასთან, თუმცა რა ტიპის ინფორმაციას მიაწვდის, ამაზე საუბარი არ ისურვა.
სავარაუდოდ, ყალბი პირადობების ბეჭდვის საქმეზე პროკურატურა გამოძიებას 362-ე მუხლის პირველი ნაწილით აწარმოებს, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას გულისხმობს.
საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ და „სამართლიანი არჩევნების“ 20 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და ყალბი დოკუმენტაციის შესაძლო დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, მათი წყაროს ინფორმაციით, იმ რეგიონებში, სადაც ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელები არ არიან „სანდო” პირები, ისინი მივლინებაში გაუშვეს, ხოლო მათ ადგილას „სანდო” პირები მიავლინეს.
"წყაროს ინფორმაციით, ასეთ „არასანდო” პირებად მიჩნეულნი იყვნენ: სააგენტოს წალენჯიხის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი არკადი ფიფია და გარდაბნის ტერიტორიული სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ხვედელიძე", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


