სამართალი
სერგო თეთრაძის საქმეზე საბოლოო სიტყვის უფლებით სარგებლობაზე ბაჩო ახალაიამ უარი თქვა
სერგო თეთრაძის საქმეზე ბრალდებული ბაჩო ახალაიამ უარი განაცხადა, განაჩენის გამოტანამდე საბოლოო სიტყვის უფლებით სარგებლობაზე.
როგორც ცნობილია, საქმეზე სასამართლო განაჩენს სავარაუდოდ დღეს გამოიტანს. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კი, სასამართლოს წინაშე სიტყვით სწორედ ბრალდებული უნდა წარმდგარიყო.
ბაჩო ახალაიმ არამარტო საბოლოო სიტყვით სარგებლობაზე განაცხადა უარი, არამედ დღევანდელ პროცესსაც არც ესწრება.
ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უნდობლობას უცხადებს სასამართლოს.
,,იმის გათვალისიწნებით, რომ ჩვენი უამრავი უფლება დაირღვა პროცესზე, ობიექტური განაჩენის მოლოდინი არ გვაქვს. უბრალოდ, აქ იმას ველოდებთ, რეალურად სასამართლო რამდენზე წავა და რამდენ უფლებას დაარღვეს. არის ეპიზოდები, სადაც შეიძლება სრულიად ახალი პრეცედენტები დაიწეროს, რაც სამართალს საერთოდ უკან დაწევს. მე იმედი მაქვს, რომ ასეთ დარევევებს მაინც არ ჩაწერს სასამართლო განაჩენში“, - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თადარიგის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმე ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბაჩო ახალაიას საგამოძიებო უწყება თეთრაძის წამებას, მეგის ქარდავას და ნიკოლოზ ძიმცეიშვილს თავდაცვის სამინისტროდან თანხების გაფლანგვას ედავება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაჩო ახალაიას 11 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


