პოლიტიკა
სერგო რატიანი თბილისის საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს (ვიდეო)
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი საკრებულოს შენობაში საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა არ შეუშვეს.
სერგო რატიანის განცხადებით, შენობაში არ შეშვების მიზეზები მას ვერ განუმარტეს.
„დღეს ეს ხალხი, ვინც იცავს შენობას, არის მძევალი. ესენი ასრულებენ უკანონო ბრძანებას, რათა ივანიშვილმა გადაიფორმოს თბილისი და შიდა ეზო გაიკეთოს თბილისში. ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ საკრებულოს, ერთი წუთით ვაპირებდი ახლა შესვლას. ზემოთ ასვლასაც არ ვაპირებდი. ეს არის სამარცხვინო. ჩვენ სხდომას უნდა დავესწროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნება კონსულტაციები და გადავწყვეტთ, ამ მარაზმს როგორ მოვუღოთ ბოლო“,- აღნიშნა პოლიტიკოსმა.
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ საკრებულოს წევრები, თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაიშვებიან, ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განუცხადა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


