უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 სექტემბერი, 2017 12:55
font-size

სერგო რატიანი-საჯარო სკოლაში გადაღებულ ფოტოზე: „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი დაირღვა

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი შუახევის საჯარო სკოლაში გადაღებულ ფოტოს გამოეხმაურა.

როგორც რატიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ფოტო რომელზეც მოსწავლეებს „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ „შემაშფოთებელია“.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონი დაირღვა.

„ჩვენს ქვეყანაში ერთმნიშვნელოვნადაა ხაზგასმული საგანმანათლებლო სისტემის ნეიტრალურობა და მკაცრად განსაზღვრულია, რომ დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მათ შორის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, არაერთხელ დაფიქსირდა პოლიტიკურ სიტუაციებში არასრულწლოვანთა ჩართვა და, ასევე, სკოლების რესურსის გამოყენება წინასაარჩევნო აგიტაციის პროცესში. მიუხედავად ოპოზიციის კატეგორიული მოთხოვნისა, ფაქტი არასოდეს ყოფილა დასჯილი.

სწორედ დაუსჯელობა მიანიშნებს იმაზე, რომ ასეთი ქმედებები უნებლიე გადაცდომებს ან პირად ინიციატივებს კი არ მიეკუთვნება, არამედ მმართველი პარტიის მიერ სისტემურად დაგეგმილი და წახალისებულია.

აქვე, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინ, მმართველი პარტიის მიერ ზუგდიდის მერობის კანდიდატის წარდგენისას, სკოლებს პირდაპირ ჰქონდათ დავალებული ღონისძიებაზე მიეყვანათ 20 უფროსკლასელი, რაც, რა თქმა უნდა, შესრულდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, დაისჯებოდნენ საგანმანათლებლო სფეროს მმართველები.

მივმართავ პრემიერსა და განათლების მინისტრს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით, დაიცვან კანონის უზენაესობა და უზრუნველყონ სკოლების დისტანცირება პოლიტიკური აქტივობებისაგან“,-განაცხადა სერგო რატიანმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი