სამართალი
სერგი კაპანაძე ზაზა სარალიძეს შეხვდა
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე მოკლული მოზარდის მამას ზაზა სარალიძეს შეხვდა.
"ჩემი ამოცანაა, რომ საქმემ წაიწიოს წინ, რაც შეიძლება სწრაფად. დღეს დილით მქონდა ხანგრძლივი შეხვედრა ზაზა სარალიძესთან. შევთანხმდით მომავალ თანამშრომლობაზე. ასევე მქონდა შეხვედრა მის ადვოკატთან და მასთან ერთაც შევთანხმდით მომავალ თანამშრომლობაზე. დღესვე შევხვდები სახალხო დამცველს, მას შემდეგ რაც მექნება კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან, რათა შევთანხმდეთ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ძალიან ნიშვნელოვანია, რომ ამ კომისიის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და ყველა სუბიექტი იყოს ჩართული,"- განაცხდა სერგი კაპანაძემ.
მისივე ინფორმაციით, კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა ზაზა სარალიძესთან ხვალ უკვე პარლამენტში შედგება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


