პოლიტიკა
სერგი კაპანაძე-იური ლუჟკოვის ვიზიტზე: ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესების დაცვას უფრო პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის ვიზიტს გამოეხმაურა.
როგორც კაპანაძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესების დაცვას უფრო პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს.
„საქართველოს ხელისუფლება უფრო პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს ზოგადად ქვეყნის ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვას. ლუჟკოვი არის იმ ადამიანებს შორის, რომელიც იდგა ავანგარდში ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონის აღიარები,. რომელიც ბევრჯერ არის ნამყოფი აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩვენი კანონმდებლობის დარღვევით. აქედან გამომდინარე, მისი საქართველოში უპრობლემოდ შემოსვლა, არ არის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში. ეს არის ის პრობლემა, რომელსაც სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს“,-აღნიშნა კაპანაძემ.
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი მეოთხე დღეა საქართველოში მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად იმყოფება.
როგორც ლუჟკოვმა მედიასთან საუბარში განაცხადა, მან სასაზღვრო კონტროლი უპრობლემოდ გაიარა. მისი თქმით, მესაზღვრეებმა მისი საბუთები წესის მიხედვით შეამოწმეს.
ცნობისთვის, იური ლუჟკოვს „საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ არაერთხელ აქვს დარღვეული. მას ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტები რამდენჯერმე აქვს განხორციელებული.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


