პოლიტიკა
სექსუალური შევიწროება საქართველოში - სამართალწარმოებისა და რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოში სექსუალური შევიწროების სამართალწარმოებისა და რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს სახელით, პარლამენტის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი მიესალმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას საბჭოს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ძირითადი მიმართულებები გაუზიარა.
დეპუტატმა სექსუალური შევიწროვების, როგორც ერთ-ერთ პრობლემატური საკითხის პრევენციისა და საკანონმდებლო რეგულირების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს, აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხედვა გააცნო.
„სექსუალური შევიწროვების საკითხი საკმაოდ პრობლემატურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იგი გლობალური პრობლემაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში არახილული და დაფარულია. ამ გამოწვევის დასაძლევად მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სამართლებრივი ჩარჩო და გარკვეული პრაქტიკის დანერგვა, რაც სახელმწიფოს მხრიდან მსხვერპლის დაცვის გარანტიებს განაპირობებს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
პარლამენტარმა გენდერული საბჭოს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ პროექტი სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით მომზადდა და მისი ავტორები ინტერესით გაეცნობიან სამუშაო შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებებს და სექსუალურ შევიწროვების პრევენციის საერთაშორისო პრაქტიკას.
„ცვლილებებისა და ინიცირების შემთხვევაში ვიქნებით უფრო მზად იმისთვის, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ეფექტური და რეალურად განხორციელებადი გავხადოთ“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.
საქართველოში სექსუალური შევიწროების სამართალწარმოებისა და რეგულირების საკითხებზე გამართულ სამუშაო შეხვედრას სამოქალაქო სექტორის, სახალხო დამცველის აპარატის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


