უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 თებერვალი, 2017 15:25
font-size

სენატიც აპირებს მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ - თამარ ხულორდავა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებში ვიზიტისას, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ მიიღო გარანტიები, რომ სენატი საქართველოს მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას აპირებს, ისევე როგორც ეს გასულ წელს კონგრესმა გააკეთა.

„შეგახსენებთ, რომ სექტემბერში, 2016 წლის აშშ-ის კონგრესმა მიიღო ორპარტიული რეზოლუცია, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი. ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია გახლდათ ეს, რომელიც ორპარტიული მხარდაჭერით იქნა მიღებული. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი და ის კონგრესმენები და სენატორები ვისაც ჩვენ ვხვდებოდით აფიქსირებდნენ, რომ ეს მხარდაჭერა კვლავაც ძალაშია. უფრო მეტიც, ჩვენ მივიღეთ, ასევე, წინადადებები და ასე ვთქვათ გარანტიები, იმასთან დაკავშირებით, რომ სენატიც აპირებს ასეთი ტიპის მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ“,-აღნიშნა თამარ ხულორდავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გამართულ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებისას, კონგრესმენებმაც და სენატორებმაც საპარლამენტო დელეგაციას დაუდასტურეს მხარდაჭერა.

„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს აქვს მყარი მხარდაჭერა. საქართველოს ჰყავს მეგობრები და ამას აფიქსირებდა ყველა ვისთანაც ჩვენ გავმართეთ შეხვედრები. ჩვენი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში არის ორპარტიული“,-აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველა შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა.

„ეს გამოიხატება არა მხოლოდ იმაში, რომ ძალიან მადლიერია ამერიკის შეერთებული შტატები იმ წვლილის გამო, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალური უსაფრთხოების საკითხებში, არამედ საქართველო განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგიონში, როგორც საუკეთესო მაგალითი რეგიონში დემოკრატიული განვითარების კუთხით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საერთო ღირებულებების პატივისცემის კუთხით და რაც მთავარია და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, ეკონომიკური განვითარების კუთხით“,-აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განაცხადებით აშშ-ში ვიზიტის დროს საპარლამენტო დელეგაციამ მიიღო ძალიან ბევრი პოზიტიური გზავნილი.

„გვაქვს ყველა საშუალება იმისათვის, რომ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახალი ადმინისტრაციის პირობებში იყოს კიდევ უფრო ყოვლისმომცველი, კიდევ უფრო ახლო ვიდრე ის ოდესმე ყოფილა“,-აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი