პოლიტიკა
სენატის თავმჯდომარის ამ განცხადებას შეიძლება ვუწოდოთ „განსაკუთრებით უტიფართათვის“ - სერგო რატიანი
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო რატიანი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას ეხმაურება.
„სენატის თავმჯდომარის ამ განცხადებას შეიძლება ვუწოდოთ „განსაკუთრებით უტიფართათვის“. კობახიძე ითხოვდა განმარტებას და მან მიიღო ეს განმარტება, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები და ისინი უნდა გათავისუფლდნენ. მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს, სადაც საუბარი იყო, რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლებულიყვნენ, ასევე, საუბარი იყო, რომ პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით პროგრესისა და შეთანხმებისთვის მიეღწიათ.
ვფიქრობ, ყველა შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ „ოცნებას“ გარკვეულწილად სახე შეენარჩუნებინა. არავინ საუბრობდა, ყოველ შემთხვევაში, არავინ ითხოვდა მათგან, რომ ისინი როგორც პოლიტპატიმრები დაესახელებინათ და ისე გაეთავისუფლებინათ, მაგრამ როგორც ნათქვამია, რასაც ღმერთს შესთხოვ, ის მოგეცემა კიდეც.
ნათქვამია, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან და ისინი უნდა გათავისუფლდნენ - ეს არის უმძიმესი შეფასება. არ ვიცი, „ქართული ოცნება“ რას იტყვის, უკრაინის მსგავსად შეიძლება ელჩი მოსალაპარაკებლად გამოიწვიონ. რას გააკეთებს „ქართული ოცნება“ მართალი გითხრათ, არ გვაინტერესებს, მაგრამ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსათვის და ქართული საზოგადოებისათვის“, - განაცხადა რატიანმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


