პოლიტიკა
საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნები პარლამენტს დღეს წარედგინება
"საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განსახილველად პარლამენტს დღეს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი წარუდგენს.
ნაცვლიშვილი პარლამენტს კანონპროექტთან დაკავშირებით იმ არგუმენტებს გააცნობს, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტმა "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებსა და "შესყიდვების შესახებ" კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს განსახილველად დაუბრუნა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დეპუტატების წინაშე 12:00 საათზე წარსდგება.
პრეზიდენტის ვეტოს განხილვას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე დაესწრებიან.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


