სამართალი
საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთმა ჯგუფმა იურიდიულ კომიტეტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა
საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელთა ერთმა ჯგუფმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა.
პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო წინადადება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლში ცვლილებების განხორციელების შესახებ.
აღნიშნული მუხლი სამეურვეო საბჭოს ფუნქციებს და მეურვის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.
საკანონმდებლო წინადადების მომხრეების აზრით, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და გენერალურ დირექტორს, არსებული კანონით, მკაფიოდ არ აქვს უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები გამიჯნული.
კერძოდ, მათი თქმით, სამეურვეო საბჭოს მინიჭებული აქვს უპირატესი უფლება მაუწყებლის მართვის საკითხებში, რადგან მას საკუთარი ინიციატივით დირექტორთან შეთანხმების გარეშე, აქვს უფლება, შეცვალოს ბიუჯეტი და დებულება.
როგორც საკითხის კომენტირებისას საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელმა დოდო შონავამ განაცხადა, საკანონმდებლო წინადადების წარდგენის მიზანია, გაუადვილონ როგორც სამეურვეო საბჭოს, ასევე გენერალურ დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვა.
„სამეურვეო საბჭო არის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც არის ერთგვარად, საზოგადოების თვალი და ყური, იგი არ უნდა ერეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვაში“,-აღნიშნა შონავამ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საკანონმდებლო წინადადების ავტორები ითხოვენ, რომ მათი ინიციატივა კომიტეტმა მოისმინოს.
“ კომიტეტი იმსჯელებს, თუ დაინახავს, რომ არის საფუძვლიანი ეს წინადადება, ვიფიქრებთ იმაზე, რომ ვიმუშაოთ ამ პრობლემების, ან წინააღმდეგობების დაძლევაზე“,-აღნიშნა ბესელიამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


