უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 თებერვალი, 2026 13:21
font-size

საზოგადოებრივი კვების რამდენიმე ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, შვიდ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა -სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტი განაგრძობს დედაქალაქში საზოგადოებრივი კვების ობიექტების აქტიურ შემოწმებას. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 თებერვალს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება ჩატარდა 19 ობიექტში. აქედან შვიდ ობიექტზე გამოვლინდა ისეთი კრიტიკული შეუსაბამობები, როგორებიცაა ინვენტარის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურისა და გამწოვი სისტემების გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხე, სურსათი ეტიკეტის გარეშე, – ამის შესახებ ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ეს ობიექტებია:

ი/მ მაჯეედ შაკკეერ – კაფე-ბარი რესტორანი (მის: ბერძენიშვილის ქ. N4. ს/კ 305726916), საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – გამწოვი სისტემის გაუმართაობა, ეტიკეტირების წესის დარღვევა და ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი;

შპს „ალ ბეიქ გრილლს“ – ინდური რესტორანი (მის: ლუბლიანას ქუჩა 19ა, ს/კ 422955902), გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები – ზედაპირების არასათანადო რეცხვა დეზინფექცია, გამწოვის სისტემის გაუმართაობა, ასევე ეტიკეტირების წესის დარღვევა;

„100 არაბული რესტორანი“ – სწრაფი კვების ობიექტი (მის: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი 27, ს/კ 300451936). ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები-გამწოვი სისტემის გაუმართაობა, ინვენტარის არასათანადო რეცხვა დეზინფექცია, ეტიკეტირების წესის დარღვევა;

ი/მ იაშპალ შარმა – ინდური რესტორანი (მის: ქ. თბილისი, პეკინის გამზირი 31 ბ, ს/კ 305726275). ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობა – არასათანადო რეცხვა დეზინფექცია, ეტიკეტირების წესის დარღვევა;

შპს „ტაი ინ თაუნ“ – კაფე-ბარი/რესტორანი, (მის: თბილისი, კოტე აფხაზის 17, ს/კ 404626561). აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები – მღრღნელები ობიექტზე, გამწოვი სისტემის გაუმართაობა, ეტიკეტირების წესის დარღვევა;

Fiesta (შპს ,,მდ ენთერფრაისის”) – კაფე-ბარი/რესტორანი (მის: ქ. თბილისი, ნაძალადევის რაიონი, გიორგი სააკაძის ქ. N 156, ს/კ 406479591), დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა – ინფრასტრუქტურის და გამწოვი სისტემის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხე, ეტიკეტირების წესის დარღვევა;

შპს „სარეია ტრეიდინგი“- მზა კერძების წარმოება-რეალიზაცია (მის: პეტრე ბაგრატიონის ქ. N 33, ს.კ 404596941), აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები – ინფრასტრუქტურის და გამწოვი სისტემის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხე, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, კანონმდებლობის შესაბამისად, დააჯარიმეს ბიზნესოპერატორები და შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერეს საწარმოო პროცესი.

კანონმდებლობის თანახმად, კრიტიკული შეუსაბამობა არის ისეთი ტიპის დარღვევა, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და, ჯარიმის გარდა, არსებული მდგომარეობის გამოსწორებამდე საწარმოო პროცესის შეჩერებას ითვალისწინებს. ბიზნესოპერატორს შესაძლებლობა აქვს, გაცემული მითითებების შესრულების შემდეგ სააგენტოს კონკრეტული საწარმოო პროცესის გაგრძელების მოთხოვნით მიმართოს. თუ განმეორებითი კონტროლი დაადასტურებს, რომ ობიექტზე აღმოფხვრილია კრიტიკული შეუსაბამობები, სააგენტო ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესის გაგრძელების უფლებას ანიჭებს“,- ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი