პოლიტიკა
საზოგადოების ნდობა სასამართლოს მიმართ დღითიდღე მცირდება - ანა დოლიძე
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს უპასუხა.
დოლიძის განცხადებით, სასამრთლოს მიმართ საზოგადოების ნდობა მცირდება, რაც დასტურდება როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კვლევებით.
„იუსტიციის საბჭოს მდივნის განცხადების საპასუხოდ მინდა ვთქვა, რომ ხალხმა კარგად იცის, რომ პრეზიდენტს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება მოსამართლეების დასაცავად. მნიშვნელოვანია, თვალი გავუსწოროთ რეალობას. ეს რეალობა არის ის, რომ არაერთი კვლევა, შიდა იქნება ეს თუ უცხოური, მიანიშნებს დღითიდღე, რომ ხალხის ნდობა სასამართლოს მიმართ მცირდება. ხალხი არ ენდობა სასამართლო სისტემას. სხვათაშორის, ეს ხელისუფლების სწორედ ის შტოა, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება სანდოობა და ავტორიტეტი. ამას რამდენიმე ფაქტორი აქვს, მათ შორის, არაერთი მითითება სტრასბურგიდან - იქნება ეს ის საკითხი, თუ ვინ იქნება ჩვენი მოსამართლე, თუ იქნება ეს ის საქმეები, რომლებსაც საქართველო სტრასბურგში წარადგენს“, - განაცხადა დოლიძემ.
დოლიძემ უპასუხა ლევან მურუსიძის შეფასებას პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლის შესახებ.
მურუსიძის თქმით, პრეზიდენტი უნდა გამოსულიყო, როგორც სასამრთლოს დამცველი. მისი აზრით, „პრეზიდენტმა არ შეიძლება უაპელაციოდ ისაუბროს, რომ სასამართლოში კრიზისია“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


