პოლიტიკა
საზოგადოების ინტერესია, აშშ-სთან გადაიტვირთოს ურთიერთობები, შესაბამისად, ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნოთ ჩვენი პოზიცია ჩვენს პარტნიორებს, საუბარია აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე - ირაკლი კობახიძე
საზოგადოების ინტერესია, აშშ-სთან გადაიტვირთოს ურთიერთობები, შესაბამისად, ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნოთ ჩვენი პოზიცია ჩვენს პარტნიორებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
კითხვაზე, იყო თუ არა პრემიერის მიერ აშშ-ის ადმინისტრაციისადმი ღია წერილით მიმართვა განპირობებული აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღებით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი, მაგრამ არა გადამწყვეტი ფაქტორი.
„ე.წ. „მეგობარი აქტის“ მიღება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში იყო არა გადამწყვეტი, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი. ერთ რამეს უნდა გაესვას ხაზი, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის დუმილიც ბოლომდე დუმილი არ არის, დუმილი შეიძლება უწოდო რაღაც მდგომარეობას, თუ ნეიტრალური სტატუსია ურთიერთობებში, თუმცა ეს სტატუსი ჩვენს ურთიერთობებში ნეიტრალური არ არის. ბაიდენის ადმინისტრაციამ დაუწესა სანქციები, მაგალითად, ჩვენს ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და სხვა მაღალჩინოსნებს ჩვენი სამართალდამცავი უწყებებიდან, ასევე რომ აღვნიშნოთ „მეგობარი აქტი“ და ა.შ. ეს არ არის ნეიტრალური დუმილის მდგომარეობა, არ არის პასიური სტატუსი, ჩვენს ურთიერთობებს ერთგვარი აქტიური უარყოფითი სტატუსი აქვს, ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთ დროს უნდა გავახმოვანოთ ჩვენი საზოგადოების ინტერესი. საზოგადოების ინტერესია, გადაიტვირთოს ურთიერთობები, შესაბამისად, ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნოთ ჩვენი პოზიცია ჩვენს პარტნიორებს. ვნახოთ, ოპტიმიზმი უნდა გვქონდეს. იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება, იმედი გვაქვს, დამარცხდება „დიფ სთეითი“, ყოველ შემთხვევაში, შესუსტდება მაინც ტრამპთან ბრძოლაში,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


