სამართალი
საზოგადოების ინფორმირება არასწორად მოხდა, ეს არ იყო კანაფის პლანტაციების გაშენება - დიმიტრი ხუნდაძე
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტიდან უნდა გაიწვიონ.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონპროექტი მარიხუანას პლანტაციებს არ გულისხმობდა და სამედიცინო და კოსმეტიკური საშუალებებისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული, საზოგადოების მწვავე რეაქციის გამო კანონპროექტის განხილვა აღარ უნდა მოხდეს.
„მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი შეიცავს ორ ნაწილს. პირველი, მკაცრი რეგლამენტაცია, რასაც მე მყარად მხარს ვუჭერ და აუცილებელია, რომ დაგვეწესებინა მკაცრი რეგლამენტაციები მარიხუანასთან დაკავშირებით. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ მოხმარების ადგილები უნდა ყოფილიყო მკაცრად გაწერილი, ასევე უნდა ყოფილიყო ასაკობრივი ცენზი. საზოგადოების ინფორმირება არასწორად მოხდა, ეს არ იყო პლანტაციების გაშენება, როგორც ჩვენმა ოპონენტებმა გაავრცელეს, აქ იყო მხოლოდ სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქციის დამზადებაზე საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ, რადგან საზოგადოებისათვის ეს ნაწილიც მიუღებელია, კანონპროექტი უნდა გაიწვიონ", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


