პოლიტიკა
საზოგადოებამ მმართველ გუნდს მისცა სიგნალი, რომ ის უკმაყოფილოა „ქართული ოცნების“ უკონტროლო და ერთპიროვნული მმართველობით - ელენე ხოშტარია
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან კონსულტაციების გამართვას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ საზოგადოების გზავნილი არ მიიღეს.
ხოშტარიამ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებისა და ამ საკითხზე დიალოგის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან მოუწოდა მმართველ გუნდს, იმსჯელოს ოპონენტებთან ამ საკითხებზე, რადგან მისი თქმით, მნიშვნელოვანია მომდევნო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.
„აბსოლუტურად არანაირი სიგნალი არ მიუღიათ საზოგადოებისგან ამ არჩევნებზე. საზოგადოებისგან, რომლის ძალიან დიდი ნაწილი არის განწყობილი საპროტესტოდ და ეს სიგნალი მათ მისცა საზოგადოებამ, რომ საზოგადოება უკმაყოფილოა „ქართული ოცნების“ უკონტროლო და ერთპიროვნული მმართველობით. მათ ვერ გაიგეს, რომ ყველა მინუს „ქართული ოცნება“ ელოდება ისეთი ტიპის არჩევნებსა და ისეთი ტიპის ხელისუფლების ცვლილებას, სადაც ვერავინ ვერ იქნება შეუზღუდავი, უკონტროლო და მით უმეტეს ერთი ადამიანის სურვილით მოქმედი პოლიტიკური ძალა“,- აღნიშნა ხოშტარიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


