პოლიტიკა
საზოგადოება ცილისწამების გაუქმებული მუხლის აღდგენას ითხოვს - სესიის პირველ სხდომაზე ემზარ კვიციანმა რამდენიმე ინიციატივა დააყენა
პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ემზარ კვიციანმა რამდენიმე ინიციატივა დააყენა.
ემზარ კვიციანის განცხადებით, საზოგადოება ცილისწამების გაუქმებული მუხლის აღდგენას ითხოვს.
„2005 წელს, ჩვენდა სამწუხაროდ, ეუთო-ს რეკომენდაციით გაუქმებული იქნა ცილისწამების მუხლი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრებმა და კერძოდ, ტერორისტმა სააკაშვილმა გამოიყენა ჩვენი ხალხის საწინააღმდეგოდ. დიდი გამოხმაურება ჰქონდა საზოგადოებაში ამას და საზოგადოება ითხოვს, რომ აღდგენილ იქნას ეს მუხლი. რატომ ვართ წინააღმდეგები,ამ მუხლის აღდგენის, ვერ გავიგე. თითქოსდა სიტყვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება, - რა საერთო აქვს ცილისწამებას და სიტყვის თავისუფლებას ერთმანეთთან?! ვისაც არ გამოუცდია, რა არის ცილისწამება, ღმერთმა ნურავის გამოგაცდევინოს. დღესაც არ არიან გამოსულები სტრესიდან ჩემი შვილები ამ ცილისწამების გამო. არსებობს ბავშვთა უფლებების დამცველები, ამაზე ხმას არ იღებენ. წარმოიდგინეთ, ბავშვი, რომელსაც მშობელზე ესმის ცილისწამება, თან ტელევიზიებით. იქნება შევაჩეროთ ეს უბედურება, რომელიც სხვათა შორის მთელი მსოფლისოთვის არის პრობლემა”, - განაცხადა კვიციანმა.
პატრიოტთა ალიანსის წევრის კიდევ ერთი წინადადება სვანეთის, ლეჩხუმისა და რაჭისთვის ცალკე სამხარეო ადმინისტრაციის შექმნას ითვალისწინებს.
„საქართველოში თუ არსებობს სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი და საერთოდ ინსტიტუტი, მაშინ ამას ყველა კუთხე იმსახურებს. სამეგრელოს თავისი პრობლემა ჰყოფნის, რომ სვანეთი არ ჰქონდეს აკიდებული. ზემო სვანეთი კი, არის იმის ღირსი, თავისი გუბერნატორი ჰყავდეს , ლეჩხუმს ლეჩხიმელი ჰყავდეს და რაჭას რაჭველი. ჩვენ, „პატრიოტთა ალიანსს’’ გვაქვს წინადადება, რაც შეიძლება მალე დაიწყოს ამაზე მოქმედება ხელისუფლებამ,“ - განაცხადა ემზარ კვიციანმა.
ამასთან, როგორც კვიციანმა აღნიშნა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მშობლებს სახელმწიფოსგან არ ეძლევა არანაირი დახმარება. მცირე თანხას იღებს მხოლოდ თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ამიტომ „საქართველოს პატრიოტები“ ითხოვენ, რომ იქნას შესაბამისი კანონი მიღებული და შშმ პირების მშობლებმაც მიიღონ სახელმწიფოსგან გარკვეული დახმარება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


